აგდაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
მამუკა ხაზარაძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.
ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.