მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
“ძლიერი საქართველოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საკუთარ ოფისში დააკავეს.

ორივე მათგანს სასამართლომ დღეს 8 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადეს.

მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, რომელიც უკვე დაპატიმრებული იყო, რადგან არ გადაიხადა გირაო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *