“აღდგომა საპყრობილეში, ახალი წელი საპყრობილეში და დაბადების დღეც საპყრობილეში. იმედია, რომ შემდეგი დაბადების დღე ექნება გარეთ. თორნიკეს არ უყვარს დაბადების დღეები. არასოდეს გადაუხდია და ახლა ამბობს, რომ ყველაზე გრანდიოზული დაბადების დღე მექნება და ყველაზე ბევრი ხალხი მეყოლება სტუმრადო. ასე დაწერა წერილში. არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ყველაზე ძალიან რისიც მეშინია და რის გამოც ახლავე ვნერვიულობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეუბნება შეეგუეო, ყველაზე მძიმე ჩემთვის იქნება ის დღე, როცა განაჩენს გამოიტანენ და იტყვიან, ალბათ, თორნიკეს რამდენი მიუსაჯეს და დანარჩენებსაც. აი, ამ დღის მე მეშინია პირადად.”
მარიზი კობახიძე: ყველაზე მძიმე ჩემთვის იქნება ის დღე, როცა განაჩენს გამოიტანენ
