მარინ ლე პენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

მარინ ლე პენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

ულტრამემარჯვენე პარტია”ეროვნული გაერთიანების” ლიდერ მარინ ლე პენს პარიზის სასამართლომ 2027 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 2 წელი პირობითი სასჯელი აქვს, 2 წელი — ელექტროსამაჯური უნდა ატაროს. ამის შესახებ The Guardian წერს. მათი ცნობით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერს 5 წლით აეკრძალა კენჭისყრა საჯარო თანამდებობაზე. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. ამას გარდა, ლე პენს დაეკისრა 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმა. ცნობისათვის, ლე პენი და მისი პარტიის 24 წევრი, მათ შორის 9 ყოფილი ევროპარლამენტარი და მათი 12 საპარლამენტო ასისტენტი ფრანგულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო — მათ ბრალი ედებოდათ ევროპის პარლამენტის მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში. საპარლამენტო ასისტენტების ნაცვლად, პარტია თანხას თავის თანამშრომლებს უხდიდა საფრანგეთში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *