მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის თქმით, მთავრობის მოქმედი წევრი, უშიშროების წარმომადგენელი მ

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის თქმით, მთავრობის მოქმედი წევრი, უშიშროების წარმომადგენელი მ

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ მთავრობის მოქმედ წევრს, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელს, მონაზონი ჰყავდა “დავერბოვკრებული” და მისი მეშვეობით წამლავდა. ეპისკოპოსის თქმით, “თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მისთვის კიდევ ბევრი რაღაცა ცხადი გახდება”. ამის შესახებ მან ქადაგების დროს ისაუბრა. “ეპარქიაში ძალიან რთული პროცესები და მძიმე მოვლენები ვითარდება, მე როგორც ამ ეპარქიის მწყემსი და მღვდელმთავარი, ვფიქრობ, რომ რადგან ისე თუ არა რაღაცები გახმაურდა თქვენ შორის და სამწყსოში, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამაზე. პერსონიფიცირებისაგან მე თავს მოვარიდებ, ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომლებიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ ძმად და მეგობრად მიმაჩნდა, მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არამარტო მღვდელმთავარი, ღვთივ დადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით, დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ნათქვამია, ნიკოდიმოსი ამბობს, განა ჩვენი სჯული დასჯისო ადამიანს ისე თუ არ მოუსმენსო? — სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას, ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ შიდა ოჯახის რაღაცა. და ეს პიროვნება ჰყავდათ ეგრეთ წოდებულად, არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის, “დავერბოვკებული”, არ ვიცი რით დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს, თუმცა მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისაგან. ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი ან მოგცემთ მოუსმევ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება, აი ასეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში. ეს პიროვნება არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული . რა თქმა უნდა მე ხელი არ დამიკარებია, იმიტომ, რომ თმენის ვალდებულება მაქვს მაღალი, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ყველანაირი პროვოკაცია, მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაცა ცხადი გახდება, მე მივეცი მას იმის შანსი რომ ეღიარებინა, არაერთი ადამიანი პირზე დაადგა მას , თვითონ ეს მონაზონი დაადგა პირზე, რადგან 2 თვის წინ ის მონაზონი მე გავაგდე ეპარქიიდან, და როცა ნახეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო, მათაც გადააგდეს გვერდზე, და როცა იგრძნო რომ გამოყენებული იქნა , როცა მიხვდა, რომ გადაგდებული იქნა მაშინ უკვე მან დაასახელა ყველაფერი შემხვდა და მომიყვა”, — აცხადებს ეპისკოპოსი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *