მარტა კოსის თქმით, მოლდოვა ევროკავშირში შესაძლოა, 2029 წლამდე გაწევრიანდეს

მარტა კოსის თქმით, მოლდოვა ევროკავშირში შესაძლოა, 2029 წლამდე გაწევრიანდეს
ევროკავშირი განიხილავს მოლდოვის გაწევრიანების პროცესის წარმართვას იმ ფონზე, როცა უკრაინის გაწევრიანების პროცესს კვლავაც ბლოკავს უნგრეთი. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის 28 აპრილს მიცემულ ინტერვიუში, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ორი ქვეყნის „გაცალკევებას“ ივნისშივე, როცა ბრიუსელში გაფართოებაზე გადაწყვეტილებების მიღებას მოელიან.

„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ წევრ ქვეყნებთან როგორ მოვიქცეთ, ვინაიდან არცერთი ქვეყანა არ არის მოლდოვასთან პირველი კლასტერის (გაწევრიანების შესახებ თავების) გახსნის წინააღმდეგი“ – განაცხადა კოსმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია მოლდოვა მისი ევროკომისრობის ვადაშივე, 2029 წლამდე გახდეს ევროკავშირი წევრი. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ფიქრობს, რომ „მარცხი იქნება, თუკი ახლანდელი ევროკომისიის ვადაში ევროკავშირში არცერთ ახალ წევრს არ მიიღებენ“.

„მოლდოვა ნამდვილად კარგი მოწაფეა ამ ჯგუფში. ისინი ნამდვილად გრძნობენ ამ ისტორიულ მომენტს. …ეს არის ის, რაც აქამდე არასდროს გვინახავს, რადგან ეს არის მშვიდობის პროექტი და მათ სურთ ეკუთვნოდნენ ღირებულებებისა და დემოკრატიის თანამეგობრობას. მათ სურთ გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია“.

ცნობისთვის, მოლდოვამ, ისევე როგორც საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს 2022 წელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *