მარტვილში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საშველი არ დაადგა – „მარანი ოდა“ გამოწვევებზე

მარტვილში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საშველი არ დაადგა – „მარანი ოდა“ გამოწვევებზე

მარტვილში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საშველი არ დაადგა – „მარანი ოდა“ გამოწვევებზე

მარტვილში მდებარე ტურისტული ობიექტის „მარანი ოდას“ დამფუძნებლის ქეთო ნინიძის შეფასებით, რეგიონი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ითვლება, მესამე სეზონია უმძიმეს მდგომარეობაშია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მარტვილის ცენტრიდან კანიონამდე მისასვლელი გზის გავლას დიდი დრო სჭირდება. „მარტვილში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საშველი არ დაადგა. უკვე სამი სეზონია, იგივე პრობლემით ვხვდებით. გზა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ტურისტებს მარტვილის ცენტრიდან კანიონამდე მგზავრობა იმავე დრო სჭირდებათ მისასვლელად, რაც შეიძლება ქუთაისიდან მარტვილამდე დასჭირდეთ. ეს წარმოუდგენელია”, – განაცხადა ნინიძემ.

ობიექტის დამფუძნებელი ასევე წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის პრობლემაზე საუბრობს, რაც მათ ოპერირებას კიდევ უფრო ართულებს.

“წარმოუდგენელია ოპერირება იმ პირობებში, როდესაც ხან წყალი წყდება და ხან დენი ითიშება. ყოველდღე რაღაც სირთულეებს ვაწყდებით და გვჭირდება ალტერნატიული რესურსების მოძიება, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია“, – აღნიშნა ნინიძემ.

მისი თქმით, ასეთ პირობებში ოპერირება დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული და ამ მიმართულებით, რეგიონს სწრაფი რეაგირება და ყურადღება სჭირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *