მარტვილში, მდინარეში ჩავარდნილი ბავშვი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს

მარტვილში, მდინარეში ჩავარდნილი ბავშვი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს

მარტვილში, მდინარეში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს.

სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბერდია კალანდია ავრცელებს.

მანამდე „თაიმერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწთან, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის მოზარდს ეძებდნენ. 

გამოცემის ცნობით, ბავშვს ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *