მარტი ევროპაში რეკორდულად თბილი იყო – Copernicus

მარტი ევროპაში რეკორდულად თბილი იყო – Copernicus
ევროკავშირის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მონაცემების შეგროვების დაწყებიდან ამ დრომდე, გასული მარტი ევროპისთვის რეკორდულად თბილი იყო. Copernicus-ის ყოველთვიური განახლების თანახმად, გასული თვის საშუალო ტემპერატურა გლობალურად, 2024-ის შემდეგ, რიგით მეორე იყო.

სააგენტოს თანახმად, გასული 21 თვიდან 20-ის განმავლობაში საშუალო ტემპერატურამ პრეინდუსტრიულ მაჩვენებლებს მინიმუმ 1.5 გრადუსით გადააჭარბა. გასული მარტის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 1.6 გრადუსი ცელსიუსით იყო.

კლიმატის ცვლილების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი წიაღისეული საწვავის წვის გამო სათბურის აირების ემისიების გამოყოფაა. როგორც ამინდის საშუალო ვადიანი პროგნოზის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპამ ექსტრემალური ამინდი როგორც ძლიერი წვიმის, ასევე გვალვის მიმართულებით გამოცადა. როგორც სამანტა ბურგესმა აღნიშნა, 47-წლიან პერიოდში, ზოგიერთი ქვეყნისთვის გასული მარტი რეკორდულად მშრალი იყო, დანარჩენებისთვის კი – რეკორდულად წვიმიანი.

სატელიტური მონაცემების ანალიზის თანახმად, გასულ მარტს, ასევე 47-წლიან პერიოდში, არქტიკული ყინულის საფარი ყველაზე მეტად შემცირდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *