მათი ცნობით, ხაჭაპურის ზოგიერთი ინგრედიენტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა წლიურ ჭრილში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფასების ზრდა დაფიქსირდა ყველის (+14.9%), კარაქის (+13.4%), საფუარისა (+2.1%) და რძის (+1.1%) შემთხვევაში. დარჩენილი ორი ინგრედიენტის, კვერცხის (-5.8%) და ფქვილის (-5.7%) ფასები კი შემცირდა.
როგორც Iset-ი აღნიშნავს, მარტში ხაჭაპურის ინდექსმა თვიურ ჭრილში კლება განიცადა. აღნიშნული ცვლილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ყველისა (-2.5%) და რძის (-0.9%) ფასები, რომელიც წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს კლება შეესაბამება ადგილობრივი ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ზრდას, რაც რძის პროდუქტების ფასების შემცირებას იწვევს. გარდა ამისა, 3 მარტს დიდმარხვა დაიწყო, რამაც შესაძლოა იმოქმედა ყველისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, რადგან მათზე მოთხოვნა ამ პერიოდში მცირდება.
რაც შეეხება ხაჭაპურის სხვა ინგრედიენტებს, უმეტესობაზე თვიური ფასების კლება დაფიქსირდა: ფქვილის (-0.8%), კვერცხისა (-0.8%) და საფუარის (-0.3%) ფასებმა მცირე დეფლაცია განიცადა. ერთადერთი გამონაკლისი იყო კარაქი (+3.4%), რომლის ფასიც წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.