მასკმა X თავის AI კომპანიას მიჰყიდა – გარიგება $33 მილიარდადაა შეფასებული

მასკმა X თავის AI კომპანიას მიჰყიდა – გარიგება $33 მილიარდადაა შეფასებული
ილონ მასკის კომპანიამ xAI-მ ასევე ილონ მასკის სოციალური ქსელი X (ყოფილი twitter) შეიძინა გარიგებით, რომელიც X-ს $33 მილიარდად აფასებს და საშუალებას იძლევა, ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ღირებულება X-ის თანაინვესტორებს გაუზიაროს.

შეთანხმება, სავარაუდოდ, ასევე მოიაზრებს X-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, Grok-ის გაწვრთნას.

“xAI-სა და X-ის მომავალი გადაჯაჭვულია. დღეიდან ოფიციალურად დავიწყეთ მონაცემების, მოდელების, გამოთვლების, ტალანტების კომბინირება. ახალი კომბინაციით xAI $80 მილიარდად ფასდება, X კი – $33 მილიარდად”, – წერს ილონ მასკი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა არ განმარტეს, ზუსტად რას მოიაზრებს ილონ მასკის ორ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება. ბუნდოვანია, რა ფორმით უერთდება X ხელოვნური ინტელექტის კომპანიას, ან რა როლი ექნება xAI-ს სოციალური ქსელის მართვაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *