მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს – მეჰმედ მელექი
„BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი მიიჩნევს, რომ საქართველოს თურქეთში ექსპორტის მიმართულებით მეტი პოტენციალი აქვს.
მან ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე “ანალიტიკასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი კეთდება თურქეთიდან საქართველოში, ხოლო პირიქით – 400 მლნ დოლარის. მე ვფიქრობ, საქართველოს ამაზე მეტის შესაძლებლობა აქვს, აქვს ძალიან კარგი ბრენდები და პროდუქცია. მაგალითად, თაფლი, ლიმონათი, ღვინო… მაგალითად, 1.1 მლნ ბოთლი ღვინის შეტანა შეიძლება თურქეთში, ამის დაახლოებით 20%-ს იყენებს საქართველო. აქ უკვე ქართველ ბიზნესმენებს აქვთ დიდი მოვალეობა და ნაბიჯები გადასადგმელი, უნდა წავიდნენ თურქეთში, გამოფენებზე აჩვენონ პროდუქცია, გააკეთონ რეკლამა. მაქსიმუმს არ ვაკეთებთ ამჟამად. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს “,- ამბობს მეჰმედ მელექი და დასძენს, რომ ორი ქვეყნის ბიზნესასოციაციის მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, მეტი პოტენციალი არსებობს ტურიზმის მიმართულებითაც.
“საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხია, ერთადერთი, რაც აკლია არის პიარი თურქეთში, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდეს”,- ამბობს ბიზნესმენი.