„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს…“ – ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე

„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს…“ – ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

ნანა ხიხაძე თბილისში გამოიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.

ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია.

 დავით ჩიქოვანის თქმით ლუგარის ლაბორატორიამ საკვების ნიმუშების წარდგენაც მოითხოვა.

,,გუშინ გავაგზავნეთ ნაცხები პირღებინებიდან და კუჭიდან, შემდეგ მოითხოვეს საკვების ნიმუშებიც. დღეს უკვე ეს დამატებითი მასალები გავაგზავნეთ. ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია მომხდარის მიზეზი. ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ველოდებით“, – ამბობს ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, გუშინ ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი – კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *