“მეთადონის” და ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

“მეთადონის” და ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივნისს სამეგრელო-ზემო სვანეთში დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები: “მეთადონის” შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. უწყების ცნობით, ბრალდებული 1979 წელს დაბადებული ზუგდიდში მცხოვრები რ.ბ.-ა და დანაშაული 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებას, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *