მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა — მან ტრამპისგან მილოცვა მიიღო

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა — მან ტრამპისგან მილოცვა მიიღო

მერაბ დვალიშვილმა აშშ-ს სახელით გამომსვლელი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა, შემდეგ ოქტაგონიდან გადახტა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მივიდა. როგორც Daily Mail წერს, ადგილზე მყოფ საიდუმლოს სამსახურის წარმომადგენლებს ნერვიულობა დაეტყოთ მერაბის საქციელის გამო, მაგრამ პრეზიდენტი და ჩემპიონი ერთმანეთს გაესაუბრნენ, ხელი ჩამოართვეს და ფოტოც გადაიღეს. “ახლა კარგი მომენტია, პრეზიდენტი ტრამპი გვესწრება. მადლობა დანა უაითს (UFC-ს პრეზიდენტი), რადგან მან საშუალება მომცა, მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მქონდეს. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. მიხარია, რომ შემიძლია, ახალი თაობისთვის შთაგონების წყარო ვიყო. მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია. ჩემთვის მთავარი ვარჯიშია, ყოველდღე ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ასე გაგრძელებას ვაპირებ. ვიცოდი, შონ ო’მალი პირველი ბრძოლის შემდეგ რაღაცებს შეცვლიდა, თუმცა მეც უკეთესი გავხდი. მას ვაჩვენე, რომ არსენალში უამრავი ტექნიკური ილეთი მაქვს. მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს მწვრთნელებს. ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს, საქართველო, მიყვარხარ”, — განაცხადა დვალიშვილმა (კომენტარს პირველი არხი ავრცელებს).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *