მერია დადიანზე ჩამონგრეული შენობის დემონტაჟისთვის 270 000 ლარს დახარჯავს

მერია დადიანზე ჩამონგრეული შენობის დემონტაჟისთვის 270 000 ლარს დახარჯავს

თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩაზე ჩამონგრეული შენობის დემონტაჟისთვის 270 000 ლარის დახარჯვას გამარტივებული შესყიდვის გზით გეგმავს. შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი.

შესყიდვა ეხება 2024 წლის 4 მაისს ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის N2-ში მდებარე შენობის ჩამონგრევას. როგორც მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტშია აღნიშნული, შექმნილი მდგომარეობა გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვდა — კერძოდ, შენობის ფრაგმენტების დემონტაჟი საჭიროა დროულად, რათა თავიდან იქნას აცილებული საფრთხე მოქალაქეებისთვის, ავტომობილებისა და გზაზე გადაადგილებისთვის ზოგადად.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოების დაყოვნებამ, შესაძლოა, უსაფრთხოების სერიოზული რისკები წარმოშვას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამუშაოების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღეა.

შესყიდვების სააგენტოში მერიის განაცხადი 15 მაისს შევიდა, ხოლო 20 მაისს სააგენტომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა გასცა.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი კომპანია შეასრულებს დემონტაჟის სამუშაოებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *