მერცმა საპარლამენტო კენჭისყრაში კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა

მერცმა საპარლამენტო კენჭისყრაში კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა
ფრიხდრიხ მერცმა საპარლამენტო კენჭისყრაში კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, მერცს საჭირო 316 ხმის ნაცვლად, რაც ბუნდესტაგის წევრთა 50%+1-ია, 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრის შედეგები მერცისთვის მოულოდნელი დაბრკოლებაა, ვინაიდან მოსალოდნელი იყო, რომ იგი საქმიანობას ოფიციალურად დღესვე შეუდგებოდა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ საპარლამენტო სესია შეწყდა, რათა დეპუტატებს შემდგომი ნაბიჯების განხილვის საშუალება მიეცეთ. გერმანული კონსტიტუციის თანახმად, განმეორებითი კენჭისყრა 14 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. განსაზღვრულია პროტოკოლი იმ შემთხვევაშიც, თუ კენჭისყრა მეორედაც ჩავარდება.

მერცის “სოციალ-დემოკრატების კავშირმა” “ქრისტიან-სოციალისტების კავშირთან” ერთად თებერვალში, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა ყველაზე მაღალი წილი მოიპოვა. ორ პარტიას კოალიცია სოციალ-დემოკრატების პარტიასთან ერთად შეექმნათ – კოალიციური მმართველობა გერმანიაში სტანდარტული პრეცედენტია, რადგან ხმათა 50%-ზე მეტს, ანუ აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობას, როგორც წესი, ვერც ერთი პარტია ვერ იღებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *