„მეტი არც შემიძლია და არც მინდა… ჩემი ბაღი აღარ გაიზრდება“ – ზურა შევარდნაძე
„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და მებაღე ზურა შევარდნაძე აცხადებს, რომ ბაღის გაფართოებას აღარ გეგმავს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში #BMGDRIVE ისაუბრა.
„ჩემი ბაღი აღარ გაიზრდება. მე შენობებით შემოვსაზღვრე ბაღი. იმაზე მეტი არც შემიძლია და არც მინდა. სიდიდეში არ არის არც ხარისხი და არც წარმატება,“ – აღნიშნა შევარდნაძემ და დასძინა, რომ გაფართოებაზე მეტად, მისთვის საინტერესო ახალი ჯიშების და ბოტანიკური კოლექციების დამატებაა.
“მირჩევნია ახალი კოლექციები, ახალი ჯიშები მქონდეს. რა დალევს იქ საქმეს… იმედი მაქვს, არც სტუმარი არ დაილევა და მგონია, რომ გვიან მოხუცებულობამდე საქმე არ დამაკლდება,“ – ამბობს ის.
ზურა შევარდნაძის განმარტებით, „გარდენიას“ ყველაზე აქტიური სეზონებია გაზაფხული და შემოდგომა – მარტიდან მაისამდე და სექტემბრიდან ნოემბრამდე. ზამთარში ბაღი ორი თვით იკეტება, ამ პერიოდში კი თავად ინდოეთში მიემგზავრება.