მეფრინველეობის საერთაშორისო სემინარი საქართველოში — ნუტრიმაქსისა და თროუ ნუტრიშენის ორგანიზებით გაიმართა
„ნუტრიმაქსისა“ და საერთაშორისო ნიდერლანდური კომპანია „თროუ ნუტრიშენის“ ორგანიზებით 20-21 მაისს, თბილისში მეფრინველეობის საერთაშორისო სემინარი გაიმართა. სემინარი მეფრინველეობის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
სემინარის მთავარი მიზანი ფერმერებისთვის თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება იყო, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოების ეფექტიანობისა და მთლიანად სექტორის გრძელვადიანი განვითარებისათვის, როგორც საქართველოში, ისე რეგიონულ დონეზე. სემინარს 60-ზე მეტი მონაწილე შემოუერთდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ათამდე ქვეყნიდან.
ღონისძიებასაქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მელინე არაქელიანმა, ნუტრიმაქსის მმართველ პარტნიორ ბექა ბექაიასთან ერთად საზეიმოდ გახსნა. მათი მისალმება ხაზს უსვამდა ჰოლანდიურ-ქართული თანამშრომლობის მნიშვნელობას აგრო სექტორში ცოდნის გადაცემის მიმართულებით.
მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საერთაშორისო დარგობრივი სემინარი საქართველოში პირველად ჩატარდა და მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული აგრო სექტორის ევროპულ გამოცდილებასთან ინტეგრაციის გზაზე. ღონისძიებაზე აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარების გზაზე.
სემინარში მონაწილეობა Trouw Nutriotion-ის წამყვანმა ექსპერტებმა მიიღეს, რომლებმაც მონაწილეებს ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით გაუზიარეს:
- ფრინველის პროდუქტიულობის გაუმჯობესება
- ანტიბიოტიკების შემცირების სტრატეგიები მეფრინველეობაში
- წყლის ჰიგიენის სტანდარტები და მიკრობიოლოგიური რისკების მართვა
- სიცხის სტრესის და კლიმატური პირობების გავლენა ფრინველის ჯანმრთელობაზე
- მიკოტოქსინების პრევენცია და რეგიონული გამოწვევების ანალიზი
- ინოვაციური კვების ტექნოლოგიები და მათი პრაქტიკული დანერგვა
ნუტრიმაქსი, როგორც სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ზრუნავს ფერმერთა განათლებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, რაც მათი პროდუქტიულობის ზრდისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების წინაპირობაა.