მეღვინეობა „ბოლნისი ველი“ 2026 წლიდან პროდუქციის ექსპორტს კანადის ბაზარზე გეგმავს.
კომპანიის ისტორია 2020 წლიდან იწყება და ის თავდაპირველად ბაზარზე მცირე საოჯახო მეურნეობის სახით „სუბელ ვაინის“ სახელით პოზიციონირებდა. რებრენდინგის შემდეგ კი მათი წარმოებული ღვინო ბაზარზე უკვე „ბოლნისი ველის“ სახელით არის წარმოდგენილი. მეღვინეობა ბოლნისში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა.
კომპანიის წარმომადგენელი, სალომე ჩიქოვანმა BM.GE-სთან ამბობს, რომ “ბოლნისი ველი” ამ ეტაპზე გაფართოების ფაზაშია. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია ჯერ არ იყიდება, თუმცა უკვე გავლილია სერტიფიცირების პროცესი და მოლაპარაკებები რამდენიმე ობიექტთან მიმდინარეობს. ექსპორტის მიმართულებით კი მოლაპარაკებებში კონკრეტული შედეგი აქვთ, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს კანადაში 10 000 ბოთლი ღვინოს გაიტანენ იქნება გაგზავნილი.
„ვაწარმოებთ ბიო ღვინოს – ბოლნისურ რქაწითელსა და საფერავს. გარდა კანადისა, მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც ვმართავთ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს ვიკავებთ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.