“მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც თქვენ ხართ” — გია ვოლსკი აქტივისტებზე თავდასხმას ოპოზიციას აბრალებს

“მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც თქვენ ხართ” — გია ვოლსკი აქტივისტებზე თავდასხმას ოპოზიციას აბრალებს

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის შეფასებით ბოლო დროს აქტივისტებზე თავდასხმები ოპოზიციის ქმედებაა, რადგან ოცნების იმიჯი შეილახოს, რაც ნაციონალურ მოძრაობის ინტერესებს ემსახურება. ამის შესახებ ვოლსკიმ ფორმულას ჟურნალისტთან საუბრისას თქვა. “აი ეგეთი ფაქტები, თუ ვინმეს აწყობს და ვინმეს ხელს უწყობს, ეს არის ის პროპაგანდისტული მექანიზმი, რაც ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ემსახურება. კონკრეტულად თქვენც პირადად, ვინაიდან ასეთი სახის დანაშაული ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ როგორმე მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების, მისი სტრუქტურების დისკრედიტაცია — და ამაში ვინ არის დაინტერესებული ჩვენ კარგად ვიცით. რასაკვირველია, ვიღაც გოგოს რომ სახლში დახვდები და წააქცევ, ეს სერიოზულად დაარტყამს ხელისუფლების იმიჯს და მითუმეტეს, თუ ასეთი პროპაგანდისტული, კარგად აწყობილი სისტემა გემსახურება, მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც თქვენ ხართ. მე ვუშვებ, რომ მოხდა ეს ფაქტი,” — განაცხადა ვოლსკიმ. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ იძიებს შესაბამისი უწყებები თავდასხმის ფაქტს, ვოლსკიმ ჟურნალისტებს “ურჩია”, რომ მომხდარი თვითონაც გამოიძიონ. “არა, გამოძიებას როგორ არ ვიწყებთ? ეს თქვენ ეძახით ფორმალურობას. თუ შეგიძლიათ, რომ იპოვოთ, მოიკვლიოთ და ჩვენებები იარსებებს, რომელიც ამ დამნაშავის კვალზე გაგიყვანთ — რა საკვირველია კარგი იქნება,” — ვოლსკი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *