მთავრობამ საპატრიარქოს კიდევ 43 მილიონზე მეტი დაფინანსება გამოუყო – განკარგულება

მთავრობამ საპატრიარქოს კიდევ 43 მილიონზე მეტი დაფინანსება გამოუყო – განკარგულება
“საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის სახით, ₾43 მილიონზე მეტი გამოიყო”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის N463 განკარგულებაში წერია, რომელიც მიმდინარე წლის 14 მარტით თარიღდება და ხელს, ირაკლი კობახიძე აწერს.

განკარგულების თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს დაევალა „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ₾43 მილიონზე მეტი მიმართოს, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების ფინანსური დახმარებისთვის.

განკარგულებას თან ახლავს დანართი, სადაც ჯამში 53 დაწესებულებაა მითითებული. დაწესებულებებს შორის არის:

  • საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი – 25.19 მილიონი ლარი;
  • თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია – 500 000 ლარი
  • წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა – 450 000 ლარი
  • წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა – 370 000 ლარი
  • საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე – 220 000 ლარი.

“საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა, „ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით პროგრამით – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 43,035,000.00 ( ორმოცდასამი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით”, – წერია განკარგულებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *