მთავრობის ადმინისტრაციას NATO-ს სამიტზე მოსაწვევი არ მიუღია

მთავრობის ადმინისტრაციას NATO-ს სამიტზე მოსაწვევი არ მიუღია
ნატოს სამიტი 2025-ზე “ქართული ოცნების” მთავრობას მოსაწვევი ამ დრომდე არ მიუღია – ამის შესახებ BM.GE-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში, 24-26 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.

დღეს, ჟურნალისტებმა “ოცნების” პრემიერს ჰკითხეს, მიიღო თუ არა ადმინისტრაციამ სამიტზე მოსაწვევი, რაზეც კობახიძემ უთხრა რომ “ვერ იტყვის”.

„რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, რაც არის ფაქტი და მოცემულობა. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს იანვარ-თებერვალში საქართველო არ მიიწვიეს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *