საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრთან, ნარეკ მკრტჩიანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საკითხებზე. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სოციალური დაცვის სისტემების განვითარების მნიშვნელობას და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.
მიხეილ სარჯველაძე ერევანში სოციალური სამართლიანობის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ვიზიტი რეგიონში სოციალური სამართლიანობის გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობას ემსახურება.