მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა, მათ შორის 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირია

მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა, მათ შორის 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირია

ქართული ოცნების არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეწყალებულებს შორის 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირია. “5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს,” — ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა ჯამში 683 მსჯავრდებული შეიწყალა. 19 იანვარს, ყაველაშვილმა 613 პირი შეიწყალა, შემდეგ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით — 33 პირი. საზოგადოებისთვის უცნობია, შეწყალებულ პირებს რა დანაშაულზე ედავებოდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *