მკაცრი სანქცია იქნება ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც უკონტროლოდ ამრავლებს ცხოველებს, შემდეგ

მკაცრი სანქცია იქნება ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც უკონტროლოდ ამრავლებს ცხოველებს, შემდეგ

შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტის პარლამენტში განხილვა მიმდინარე კვირას იწყება. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რათა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ქუჩაში ძაღლების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძის თქმით, მკაცრი სანქცია იქნება ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც უკონტროლოდ ამრავლებს ცხოველებს, შემდეგ იშორებს და ქუჩაში ყრის, ამისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა დადგენილი.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირას იწყება. ეს არის პირველი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რათა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლების საკითხი და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაწესდეს მკაცრი სანქცია ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც უკონტროლოდ ამრავლებს ცხოველებს, შემდეგ იშორებს და ქუჩაში ყრის. ამისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა დადგენილი.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც კანონის ამოქმედებიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს, დავარეგისტრიროთ ან ხელახლა დავარეგისტრიროთ ჩვენი ცხოველები სპეციალური ჩიპისა და საჭდის გამოყენებით, რაც, საბოლოო ჯამში, ცხოველის მიკვლევადობას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, მკაცრდება მოთხოვნები და რეგულაციები ძაღლებისა და კატების გამრავლებასთან მიმართებით. გამრავლების უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ საშენს ექნება და სახელმწიფოს ზუსტად ეცოდინება, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც ცხოველს ამრავლებს. ასევე ცხოველი ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხვდება, იქნება ეს ვეტკლინიკა, კინოლოგიური დაწესებულება, სასტუმრო თუ ნებისმიერი სხვა, ყველა შემთხვევაში უნდა იყოს შემოწმებული, არის თუ არა რეგისტრირებული ერთიან მონაცემთა ბაზაში. ყველა დარღვევისთვის დაწესებულია საკმაოდ სოლიდური სანქციები.

გარდა ამისა, იქმნება სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში გარდამავალ პერიოდში არსებულ უსახლკარო ცხოველებთან მიმართებით შეიქმნება სპეციალური გეგმა-გრაფიკი და პროგრამა, რომელსაც აღასრულებენ მუნიციპალიტეტები გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს კოორდინაციით. მოხდება ყველა უპატრონო ცხოველის დაჩიპვა, სტერილიზაცია-კასტრაცია და მათ შორის იქნება სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები სოფელში არსებული იმ მეპატრონეებისთვის, რომლებსაც სათანადო დახმარება სჭირდებათ ამ კუთხით. ასევე კანონს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, კანონის მიღებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გაჩენილი ყველა ცხოველი დაექვემდებარება სტერილიზაცია-კასტრაციას და ასევე მთავრობას უფლება ექნება, გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლება მორატორიუმის გზით აკრძალოს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *