„მოდი და იპოვე ახალი სამსახური” – 21 მაისს ექსპო ჯორჯიაში დასაქმების ფესტივალი გაიმართება

„მოდი და იპოვე ახალი სამსახური” – 21 მაისს ექსპო ჯორჯიაში დასაქმების ფესტივალი გაიმართება
HR Hub-ის ორგანიზებით, 21 მაისს, 17:00-19:30 საათზე, ექსპო ჯორჯიაში დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს სამუშაოს მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირებას და დასაქმების ხელშეწყობას.

ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალში 20-ზე მეტი კომპანია მონაწილე იქნება, რომლებიც აქტიურ ვაკანსიებს და შესანიშნავ შესაძლებლობებს წარმოადგენენ.

“თუ სამსახურის მაძიებელი ხართ ან უბრალოდ ახალი სამუშაო გჭირდებათ უკეთესი პირობებით, ღონისძიება სწორედ თქვენთვისაა.

ფესტივალზე დაგხვდებათ კომპანიების HR მენეჯერები, რომელთანაც გაესაუბრებით, მიიღებთ კარიერულ რჩევებს და რეკომენდაციებს პროფესიული განვითარების შესახებ. გარდა ამისა, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ცნობილი პროფესიონალები წარმოდგენილი სფეროების მიმართულებით გაუზიარებენ მონაწილეებს შთამაგონებელ გამოსვლებს.

გელოდებით თქვენ “დასაქმების ფესტივალზე” და ვუსურვებთ წარმატებას თქვენს კარიერულ გზაზე!”.

ღონისძიებაში მონაწილე კომპანიებისა და სპიკერების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: HR Hub დასაქმების ფესტივალი

დასწრება თავისუფალია, ფესტივალში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას.

კერძო სექტორის მხრიდან ფესტივალის მონაწილეები იქნებიან:

  • Grant Tjornton
  • პალიტრა მედია
  • ავტოტექნო
  • სს “ევექსი”
  • სს გეფა
  • Wedys
  • Dunkin
  • Subway
  • შპს ,,ნუტრიმაქსი”
  • სს ნიკორა ტრეიდი
  • შპს ,,თბილისი ენერჯი”
  • Six Values
  • LUKOIL GEORGIA
  • პსპ ფარმა
  • შპს “აპგეიმინგი”
  • კარფური
  • გირტეკა
  • Midea Caucasus (შპს მაგნიუმ+)
  • შპს გოლდ პაკი
  • სასტუმრო Radisson RED
  • Tbilisi Hegelmann Group
  • შპს სამომხმარებლო მომსახურება – ორკინი საქართველო
  • Evolution Georgia
  • ss Hualing International Special Economic Zone კუთვნილი სასტუმრო ჰოტელს&პრეფერენსს ჰუალინგ თბილისი”
  • ორი ნაბიჯი
  • AMBER-STUDIOS.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *