„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება“ – ამინდი უარესდება

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება“ – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *