მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება – ISSA

საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია – ACTR-ის კვლევა
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მცხოვრები მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა: „თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით?“

საქართველოს მასშტაბით მიღებული შედეგები ასეთია:

  • 57.1% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
  • 33.0% თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.
  • 6.6% ფიქრობს, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება.
  • 3.3%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებთა შეხედულებებს შორის.

თბილისში გამოკითხულთა შორის:

  • 74.0% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც გამოკვეთილ უმრავლესობას წარმოადგენს.
  • 19.8% თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.
  • 2.5% მიუთითებს, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება.
  • 3.7%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

რეგიონებში გამოკითხულთა შორის:

  • 50.0% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
  • 38.5% თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.
  • 8.4% ფიქრობს, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება.
  • 3.1%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, რეგიონებში, თბილისთან შედარებით, უფრო მაღალია იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა აქაც უმრავლესობა (ყოველი მეორე მაცხოვრებელი) არასწორ თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-დან 20 მაისის შუალედში ჩაატარა. კვლევა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2 000 რესპონდენტს დაეყრდნო, რომელთანაც პირისპირი ინტერვიუს მეთოდი გამოიყენეს.

შერჩევის ცდომილება განსაზღვრულია ±2.2%-ად მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი) და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა ISSA-მ ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC-თან თანამშრომლობით განახორციელა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *