“მოტოროლა სოლუშენსმა”  “კომუნიკომს”  ელიტ სპეციალისტის სტატუსი მიანიჭა

“მოტოროლა სოლუშენსმა”  “კომუნიკომს”  ელიტ სპეციალისტის სტატუსი მიანიჭა

ამერიკული მულტინაციონალური კომპანია “მოტოროლა სოლუშენსმა” საქართველოში პირველად თავის პლატინუმ პარტნიორს კომპანია “კომუნიკომს” 2025 წლიდან პროფესიული და კომერციული რადიო მოწყობილობების ელიტ სპეციალისტის სტატუსი მიანიჭა.

ამ მიმართულებით მსგავსი გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით პირველი პრეცედენტია. ელიტ სპეციალისტის სტატუსის მოპოვება რთული და ხანგრძლივი პროცედურაა, რომელიც კომპანიამ და მისმა ტექნიკურმა ჯგუფმა წარმატებით გაიარა.

ელიტ სტატუსი “კომუნიკომს” საშუალებას აძლევს რეგიონის მასშტაბით “მოტოროლას სოლუშენსის” პროდუქციის სერვისი ადგილზე უზრუნველყოს და ისეთი სირთულის პროექტები შეასრულო, რისთვისაც “კომუნიკომის” სერტიფიცირებამდე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტექნიკური ჯგუფის ჩამოყვანა “მოტოროლა სოლუშენსის” ცენტრალური ოფისიდან იყო საჭირო.

“მოტოროლა სოლუშენსის” პორტფოლიო რამდენიმე წელია იზრდება, რომელიც ამ მომენტისთვის კრიტიკულ კომუნიკაციას, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებს და მართვის ცენტრის ერთობლივ გუნდურ მუშაობას მოიცავს.

“მოტოროლა სოლუშენსი” აშენებს და აერთიანებს დაცვის და უსაფრთხოების ტექნოლოგიებს, რაც უსაფრთხო გარემოს შექმნის წინაპირობაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *