ინფორმაცია 2024 წელს განახლდა და მან ცხადყო, თუ რამდენად შეიცვალა მსოფლიოს გასულ 10 წელიწადში. თუ 2014 წლის მონაცემებით, წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების უმრავლესობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობდა, ახლა 10-დან 7 პოზიციას ჩინეთი იკავებენ.
მონაცემების მიხედვით, რომლებიც გასულ წელს პორტალ Nature Index-ზე გამოქვეყნდა, წამყვან კვლევით ინსტიტუტებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთის მეცნიერების აკადემიაა (CAS). მას მოჰყვება სახელგანთქმული ჰარვარდის უნივერსიტეტი. ერთადერთი ევროპული ინსტიტუტი, რომელიც ამ სიაში მოხვდა, მიუნხენში მდებარე მაქს პლანკის ორგანიზაციაა. ის ახლა მე-9 ადგილს იკავებს და გასულ წელთან შედარებით 5 ადგილით დაქვეითდა.
ინდექსი, რომელიც აჩვენებს, თუ რა რაოდენობის და რამდენად ღირებული სამეცნიერო ნაშრომები შეიქმნა მსოფლიოში ცნობილ ინსტიტუტებში, ცხადყოფს, რომ ჩინეთი არამარტო ეკონომიკური და სამხედრო, არამედ სამეცნიერო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვნად დაწინაურდა.