მსხვილ ბიზნესებს ბევრად დიდი გავლენა აქვთ ბიუჯეტის შემოსავლებზე და მთავრობაზეც – სანდრო შელია

მსხვილ ბიზნესებს ბევრად დიდი გავლენა აქვთ ბიუჯეტის შემოსავლებზე და მთავრობაზეც – სანდრო შელია

მსხვილ ბიზნესებს ბევრად დიდი გავლენა აქვთ ბიუჯეტის შემოსავლებზე და მთავრობაზეც – სანდრო შელია

„მსხვილ ბიზნესებს ბევრად დიდი გავლენა აქვთ ბიუჯეტის შემოსავლებსა და მთავრობაზეც“ – ასე უპასუხა კომპანია “სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელია BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კითხვას – ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უნდა ისმოდეს თუ არა ბიზნესის ხმა უფრო ხმამაღლა.

ბიზნესმენმა თავისი მოსაზრება გასამყარებლად თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა freebusiness.ge-ზე რეგისტრირებული 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მოიყვანა, რომელთა მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა იყო.

– რამდენიმე თვის წინ, სწორედ აქ [BMG] მოვაწერეთ ხელი საერთო პეტიციას და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოვთქვით საკუთარი აზრი, თუმცა რეალურად, მსხვილ ბიზნესებს, რომელთაც ყველა იცნობს და რომლებსაც გავლენა აქვთ საქართველოს ეკონომიკაზე, აქვთ ბევრად უფრო დიდი ხმა [ვიდრე მცირე და საშუალოს]… მსხვილ ბიზნესებს გავლენა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე და მთავრობაზეც, ამიტომ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ხმა, TOP 20 ან TOP 30 ბიზნესის ხმას [სხვა წონა აქვს]…

– ვხედავთ რა, ევროინტეგრაცია შეჩერებულია და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთანაც ურთიერთობების გადატვირთვა „ქართულ ოცნებას“, ჯერჯერობით, არ გამოსდის, ხომ არ მოვიდა დრო, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილებმაც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია?

– მინდა, ოპტიმისტი ვიყო და [ვიფიქრო], რომ შიდა სამზარეულოში სულ სხვანაირი საუბრებია… ადამიანები ალბათ საუბრობენ იმაზე, რომ თან შეინარჩუნონ საკუთარი მდგომარეობა და თან არ გახდნენ სანქციების მსხვერპლი. დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს ხედავს. ზოგადად, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლებისთვის 20 იანვარი – ტრამპის ინაუგურაციის დღე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი იყო, რადგან მისი პოზიციიდან გამომდინარე გარკვეული იმედები ჰქონდათ, მაგრამ ვხედავთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ… იმ პოლარიზაციის პირობებში, რაც ამერიკაშია, ვფიქრობ, ეს უპრეცედენტო იყო და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ პრეზიდენტს მას ხელს მოაწერს.

სანდრო შელია საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა, რომელიც 260-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *