ავიაკომპანია IndiGo მუმბაიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს და ინდოეთს შორის ისტორიაში პირველად იწყება ავიამიმოსვლა. ამის შესახებ ინფორმაციას Condé Nast Traveller India ავრცელებს. ამ დრომდე ინდოეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი უწყვეტი რეისი დელიდან თბილისისკენ სრულდებოდა, რომელსაც ასევე IndiGo ასრულებდა. გარდა ამისა, IndiGo იწყებს პირდაპირ რეისებს მუმბაიდან ტაშკენტსა და ალმათისკენაც, რაც მას პირველი ინდური ავიაკომპანია გახდის, რომელიც ამ ქალაქებთან პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიმართულებების რეისები აგვისტოდან დაიწყება და მუმბაიდან სამივე ქალაქში მოგზაურობა მნიშვნელოვნად გამარტივდება. თბილისი-მუმბაის პირდაპირი რეისი 2 კვირაში სამჯერ შესრულდება.
მუმბაიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
