„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 29 აპრილის 715-ე განკარგულების მიხედვით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 იანვრის 186-ე განკარგულებაში.
იანვრის ბოლოსთვის ანუ წლის დასაწყისისთვის მთავრობამ მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 6 400 000 ლარი გამოუყო. ამის შემდეგ მთავრობამ სტიქიების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფილი თანხის მოცულობა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა უკვე მესამედ დააკორექტირა და თანხები 43 მუნიციპალიტეტს გამოუყო.
განსხვავებული მოცულობის თანხები გაწერილია ზუგდიდის, ხარაგაულის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალციხის, საგარეჯოს, ბორჯომის, ახმეტის, სენაკის, ხონის, ბაღდათის, გორის, თიანეთის, თერჯოლის, წალენჯიხის, კასპის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ლენტეხის, მარნეულის, ლაგოდეხის. ყვარლის, ჩოხატაურის, ვანის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ქუთაისის, თეთრიწყაროს, ამბროლაურის, საჩხერის, ხაშურის, ზესტაფონის, თელავის, ადიგენის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის, ონის, ბოლნისის, ხობის, ფოთის, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტებისთვის მუნიციპალიტეტებისთვის.