“მჯერა, რეგიონში ოქროს ხანა დაიწყება” – იციკ მოშე ისრაელი-ირანის დაპირისპირებაზე

“მჯერა, რეგიონში ოქროს ხანა დაიწყება” – იციკ მოშე ისრაელი-ირანის დაპირისპირებაზე

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშეს სჯერა, რომ ირანთან დაპირისპირების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ოქროს ხანა დადგება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილაში“ ისრაელისა და ირანის კონფლიქტზე, ისრაელის ეკონომიკასა და საქართველოსთან ურთიერთობებზე მის გავლენაზე საუბრისას აღნიშნა.

„ველი, რომ ირანში მთავრობა შეიცვლება და დიდ, მაგრამ მეგობრულ ქვეყანას მივიღებთ. ამის თქმის საშუალებას ხალხი მაძლევს. მჯერა, რეგიონში ოქროს ხანა დაიწყება”, – ამბობს იციკ მოშე და დასძენს, რომ კონფლიქტის მიზეზი ისაა, რომ ირანს ისრაელის ამ რეგიონში ყოფნა არ სურთ.

ცნობისთვის, კვირას, 15 ივნისს, ისრაელმა და ირანმა განაგრძეს საჰაერო ურთიერტდარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანი დაბომბა, რის შემდეგაც ირანის დედაქალაქში ხანძარი გაჩნდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა და 900 დაიჭრა. საპასუხოდ, ირანმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა ისრაელის ტერიტორია, სადაც ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაიჭრა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *