საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ისახება – ნავთობის ფასი საშუალოდ 3%-ითაა შემცირებული და ვარდნა გრძელდება.
ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი $69-მდე შემცირებული, ხოლო WTI-ის ღირებულება დაახლოებით 66 დოლარს შეადგენს.
ნავთობის ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების შემცირებასთან და ისრაელ-ირანის ზავთან.