ნავთობის ფასი იზრდება – რა არის მიზეზი?

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა
ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება.

ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 74 დოლარს აჭარბებს, ხოლო WTI-ის ფასი 73 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ კვირაში 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მკვეთრ ზრდასთან, რომელიც ნავთობით მდიდარი რეგიონია.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თეირანთან ახლოს მდებარე ორ ნავთობტერმინალზე, მათ შორის, შაჰრანის ნავთობქარხანაზე მიიტანა იერიში, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ირანს ნავთობის წარმოების შემცირება მოუწევს, რაც ბაზარზე გარკვეულ დეფიციტს გამოიწვევს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *