ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა
აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების გასაჯაროების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა.

ერთ დღეში ბარელი Brent-ის ფასი 3%-ითაა გაზრდილი და მისი ღირებულება ამჟამად $66-ს აღწევს, ხოლო WTI-ის ფასი 63 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ კვირაში თითქმის 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის გაზრდილი ტარიფების დროებით შეჩერების ფონზე, მკვეთრად შემცირდა გლობალური რეცესიის დაწყების რისკი, რაც ნავთობის შეფასებაზე პოზიტიურად აისახა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *