ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება $60-ს შეადგენს, რაც ერთკვირიან პერიოდში 20%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე კორექციის მაჩვენებელი 33%-ს აღწევს. ნავთობის ბოლოდროინდელი გაუფასურება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებასთან და მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების დაწესებასთან, რაც გლობალური რეცესიის დაწყების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
როგორც Goldman Sachs-ში აღნიშნავენ, საბაზისო სცენარით, ნავთობის ფასი $55-ის ფარგლებში იქნება, რადგან მოსალოდნელია, რომ OPEC-ის წევრი ქვეყნები ინტერვენციას განახორციელებენ და ენერგეტიკული რესურსის გაუფასურების პროცესს ხელოვნურად შეაჩერებენ.
ზემოხსენებული $40-იანი პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ სატარიფო პოლიტიკა უცვლელად შენარჩუნდება, გლობალური რეცესია დაიწყება და OPEC-ის მხრიდან ინტერვენცია არ განხორციელდება, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.