“2025 წლის 1 ივლისიდან, იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი თვით ადრე, გაფრთხილებთ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში BMG-ის უთხრეს, ცენტრი არ უქმდება, რეორგანიზაციის შემდეგ, ნატოსა და ევროკავშირის ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება და ამით, მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო. 2013 წლიდან კი, ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები. საინფორმაციო ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.