ნახეთ მისამართები, სადაც 24 ივნისს შუქი გაითიშება

შუქი გაითიშება – „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) და გამსახურდიას გამზირის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *