“მათ წინააღმდეგ აქამდეც გვიმოქმედია და მომავალშიც ვიმოქმედებთ, მაგრამ ახლა დეტალებში ვერ შევალთ. ეს არ მოხდება ერთი აფეთქებით, მაგრამ ბევრი აფეთქება იქნება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
დღეს დილით, თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტთან ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, ევროპულმა და ამერიკულმა ავიახაზებმა მომდევნო რამდენიმე დღის რეისები ისრაელის მიმართულებით გააუქმეს. ისრაელში ფრენები “ჰამასთან” იანვარში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ აღდგა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰუსტებმა უკვე აიღეს. დაჯგუფების სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა “ისრაელის მთავარი აეროპორტი სამოგზაუროდ უსაფრთხო აღარაა”. იემენური დაჯგუფება ისრაელსა და წითელ ზღვაში გამავალ ისრაელურ სატვირთო გემებზე იერიშს 2023 წლის ბოლოდან ახორციელებს, რასაც ღაზაში ისრაელის ომის პროტესტის ნიშნად ხსნის.