ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის მერვედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის მერვედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს.

მეთექვსმეტედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა გამოცდილი ესპანელი მეტოქე, ალბერტ რამოს-ვინოლასი ორ სეტში, 6:2, 6:2 დაამარცხა.

მერვედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ ფრანგს, ქუენტინ ჰალისს შეხვდება.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელ მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგში 157-ე ადგილზეა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *