ნინო წილოსანი აცხადებს, რომ არსებობს კითხვა, თუ რა შედეგის მიღწევა სურს დიდ ბრიტანეთს სანქციები

ნინო წილოსანი აცხადებს, რომ არსებობს კითხვა, თუ რა შედეგის მიღწევა სურს დიდ ბრიტანეთს სანქციები

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, კითხვა არსებობს იმის თაობაზე, დიდ ბრიტანეთს სანქციების დაწესებით რა შედეგის მიღწევა სურს და შემთხვევით, ეს მიზნობრიობა ხომ არ უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს.

როგორც წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითად შემთხვევაში, სანქციები კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის და ზემოქმედების საშუალებად გამოიყენება და ამ შემთხვევაში, გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის არის აღნიშნული სანქციები მიმართული.

„პირობითად, გენერალურმა პროკურორმა უნდა გამოიძიოს, მათ შორის „ნაცების“ რეჟიმის დანაშაულები, ის უმნიშვნელოვანესი დარღვევები და დანაშაულები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირდება. თუ ეს სანქცია ამ ადამიანის და მასთან ერთად სხვა სამართალდამცავების მუშაობის შეფერხებას ემსახურება, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაუგებარია თავად სანქციების მიზნობრიობა. ამ შემთხვევაში, კითხვას ვსვამთ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით რა შედეგი სურს და შემთხვევით, ეს მიზნობრიობა ხომ არ უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს? – კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან ითხოვს“, – განაცხადა წილოსანმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *