პროექტი, სახელწოდებით Longship, ცემენტის ქარხნიდან ატმოსფეროში გამოფრქვეული ნახშირორჟანგის დაჭერას, ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროს საზღვაო ტერმინალში გემით გადაზიდვასა და ზღვის ფსკერზე მის დასაწყობებას ითვალისწინებს.
პროექტის ასაშენებლად და 10 წლის განმავლობაში საოპერაციო ხარჯებისთვის დაახლოებით 34 მილიარდი ნორვეგიული კრონაა, (⁓$3.4 მლრდ) საჭირო, საიდანაც ძირითად ნაწილს, 22 მილიარდ კრონას, სახელმწიფო გამოყოფს.
ნორვეგიამ Longship-ი წარადგინა როგორც მსოფლიოს პირველი სრულმასშტაბიანი ღირებულების ჯაჭვი, სათბურის აირებიდან იმ ემისიების დასაჭერად და შესანახად, რომლებიც კლიმატის ცვლილებას იწვევენ.
“ეს მხოლოდ ნორვეგიისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ეს ევროპაში ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევაა”,- განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ნახშირბადის დასაჭერად ნორვეგიაში, გერმანული Heidelberg Materials-ის მფლობელობაში არსებულ ცემენტის ქარხანაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარე კვირაში დაიწყება. აღნიშნული ტექნოლოგია ქარხნიდან ყოველწლიურად ატმოსფეროში 400 ათასი ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევის პრევენციას უზრუნველყოფს. კიდევ ერთი ასეთი ინფრასტრუქტურა ოსლოს მახლობლად, ნარჩენების გადამმუშავებელ საწარმოზეც განთავსდება, რომელიც წლიურად 350 ათას ტონა CO2-ს დაიჭერს.
გათხევადებული ნახშირორჟანგი კი გემით გადაიზიდება და 110 კმ-იანი მილსადენის მეშვეობით ოფშორულ ავზში, ზღვის ზედაპირიდან 2.6 კილომეტრით ქვემოთ შეინახება.
აღსანიშნავია, რომ CSS-ის ტექნოლოგია კომპლექსური და ძვირია. შესაბამისი ფინანსური დახმარების შესახებ, სხვადასხვა ინდუსტრიისთვის ფინანსურად გაცილებით უფრო მოგებიანი ჰაერის დაბინძურების ნებართვების შესყიდვაა, ნაცვლად ნახშირორჟანგის დასაწყობებისა. ამჟამად გლობალურად მხოლოდ 50 მილიონი ტონა CO2-ის შენახვაა შესაძლებელი, რაც გლობალურად წლიური ემისიების 0.1%-ია.