ორბანი კობახიძეს: თქვენი 7%-იანი ზრდა გალაქტიკური მოვლენაა

ორბანი კობახიძეს: თქვენი 7%-იანი ზრდა გალაქტიკური მოვლენაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაფასა. ორბანმა განაცხადა, რომ 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა უკვე მიღწევაა, ხოლო საქართველოს 7%-იანი ზრდა “გალაქტიკური მოვლენაა”.

“თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი,” – განაცხადა ორბანმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე.

მისი თქმით, უნგრეთისთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობა, რადგან მთავრობათაშორისი სამიტი მჭიდრო თანამშრომლობის იშვიათი ფორმატია.

“სულ 2-3 ქვეყანაა, ვისთანაც ასეთი მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ამ ფორმატში ვთანამშრომლობთ. ამ ფორმატში განვიხილავთ სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებს და ეს არის იმის ნიშანი, რომ არა ცალკეული სამინისტროები, არამედ მთლიანად, მთელი მთავრობა თანამშრომლობს ჩვენს მთავრობასთან. ეს არის იშვიათი მოვლენა ჩვენს პრაქტიკაში,” – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

ეს კობახიძის და ორბანის მე-5 შეხვედრაა 2025 წელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *