ორბანი: რუსებს მხოლოდ “ძალის ენა” ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს.

ორბანი: რუსებს მხოლოდ “ძალის ენა” ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ “რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით” და რომ ევროპამ იგივე პოზიციიდან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება, თუმცა ამ ეტაპზე მას ამის გაკეთება საკუთარი სისუსტის გამო არ შეუძლია. მის სიტყვებს ფრანგული ტელეარხი LCI ციტირებს. “მე მჯერა, რომ რუსებს მხოლოდ “ძალის ენა” ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს. მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან უნდა წარიმართოს. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა სუსტები ვართ, ამიტომ ამერიკელები გვჭირდება. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპა უფრო უნდა გაძლიერდეს. რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმებაა საჭირო, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ ძლიერ ევროპას შეუძლია”, — განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, ევროკავშირმა არა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე, არამედ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. კონტინენტს საკუთარი ინტერესები აქვს, შეახსენა მან. ორბანმა ასევე მოუწოდა ძლიერებისკენ “როგორც რუსეთთან, ასევე რუსეთის წინააღმდეგ”. ვიქტორ ორბანი NATO-ს ქვეყნებისთვის რუსეთის მხრიდან რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან მან უკრაინაში “სასურველს ვერ მიაღწია”, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ უკრაინა “ომს აგებს”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *