ორგანიზაცია “მე-12 სართულმა” ახალი პოლიტიკური მოძრაობა “სართული — ახალი თაობის ძალა” დააფუძნა

ორგანიზაცია “მე-12 სართულმა” ახალი პოლიტიკური მოძრაობა “სართული — ახალი თაობის ძალა” დააფუძნა

ახალი პოლიტიკური მოძრაობა – „სართული – ახალი თაობის ძალა” დაფუძნდა.მოძრაობაში იქნებიან ორგანიზაცია მე-12 სართულის წარმომადგენლები. განცხადება ცოტა ხნის წინ მოძრაობის წევრმა, ვადო მაჭავარიანმა გააკეთა. მაჭავარიანის განცხადებით მოძრაობის სახელი “სართული” სიმბოლურია, რადგან “ახალი თაობის ძალა სართულის შენებას იწყებს.” “საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და სრულიად ახალი სახეები პოლიტიკური მოძრაობა და მას ვიწყებთ ჩვენ. ჩვენ და ჩვენ გარშემო და გვერდით მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი. ხალხი, რომელიც სრულიად ახალია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში. ვინც წლებია ვშრომობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გვქონდეს ბედნიერი მომავალი. ჩვენი მოძრაობის სახელია – სართული. ახალი თაობის ძალა ვიწყებთ სართულის შენებას. ახალი თაობის ძალის შენებას და გულით გვჯერა, რომ ეს მოძრაობა იქნება ყველასთვის და იქნება ყველასთვის. აქ გელოდებით ყველას, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული, მაგრამ ეროვნული ძალები. ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა იმით, რა სიტუაციაც დღესაა. ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო, სადღეგრძელოებისა სიტყვების იქით, საქმეზე გადასვლაა საჭირო”. — განაცხადა მაჭავარიანმა. მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა რეჟიმის პატიმრებს და აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა მათთვისაცაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *