“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად ძალადობის ნებისმიერ დონეზე წავა, რომელიც საჭირო იქნება რეჟიმის ყველა რეალური პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის მოსასპობად.
გიორგი ბაჩიაშვილის გარშემო არსებული სახიფათო ვითარებიდან გამომდინარე, სამართლებრივ ჯგუფს, „ამსტერდამი და პარტნიორები“, სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს საერთაშორისო დონეზე, უზრუნველყონ ბ-ნი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ, ვინ დგას ამ სავარაუდო შეთქმულების უკან”, – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მოკვლის შეთქმულება შესაძლოა იყოს “უცხოური ძალების სამუშაო, რომლებიც საქართველოში ვითარების კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციას ცდილობენ”.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან იძულებით წავიდა.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.