ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონით დაველაპარაკები პუტინს; შემდეგ ზელენსკის | ტრამპი

ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონით დაველაპარაკები პუტინს; შემდეგ ზელენსკის | ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი  თავის სოციალურ ქსელ TRUTH-ზე წერს, რომ ორშაბათს პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს, შემდეგ კი ზელენსკისთან. დონალდ ტრამპის ინფორმაციითვე, საუბარი ექნება ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან და ზელენსკისთან ერთობლივადაც:

“ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონით დაველაპარაკები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. საუბრის თემა იქნება „სისხლისღვრის“ შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს და ვაჭრობა. შემდეგ დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ნატოს სხვადასხვა წევრ ქვეყანას. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლის შეწყვეტა მოხდება და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი!!!” წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *